0aaf42273e_350crop
5/5

არაჟნის ტორტი ” ჩრდილოეთის დათვი” – საბჭოთა რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

   საბჭოთა დროს  ამ დესერტის რეცეპტი ხელიდან ხელში გადადიოდა.ტორტი” ჩრდილოეთის დათვის ” ხელმისაწვდომი  ინგრედიენტებისაგან მზადდება.დღეს კი იგი ყველასათვის საყვარელი დესერტია.

ინგრედიენტები  ცომისათვის :

450 გრ.ფქვილი

150 გრ.კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი

30 გრ.კაკაო

3 გრ.მარილი

15 გრ.გამაფხვიერებელი

 ინგრედიენტები კრემისათვის :

500 მლ.20 % არაჟანი

160 გრ.შაქარი

ვანილი გემოვნებით

ინგრედიენტები მინანქრისათვის:

1 ფილა შოკოლადი

80 მლ.ნაღები

 

მომზადების წესები :

არაჟანს შევურიოთ მარილი,შაქარი და გაზზე გამდნარი,გაგრილებული კარაქი,ვთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

მომზადებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და ერთს  დავუმატოთ კაკაო.

ცომი გამოდის ზალიან რბილი და ავილად რომ ვიმუშაოთ,ორივე ნაწილი შევახვიოთ პერგამენტში და შევდოთ 1-2 საათი მაცივარში.

თეთრი და შოკოლადისფერი ცომი გავყოთ 3 ნაწილად და დავამზადოთ 6 გუნდა.

თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ ორ ქაღალდს შორის ,ფორმით ( 20 სმ-20 სმ)  გამოვჭრათ ფირფიტები და თან  გვერდებიც ჩამოიჭრება,მთელ ზედაპირზე  ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ.ჩამოჭრილი ცომის ნაწილები გამოვაცხოთ ,დავფშვნათ .

ფირფიტებს ვაცხობთ 5-7 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე.იგივე წესით ვაცხობთ თეთრ ფირფიტებს.

კრემი: არაჟანი ავრქვიფოთ მიქსერით შაქართან ერთად.თუ სურვილი გვაქვს დავუმატოთ ვანილი

მინანქარი.შოკოლადის ფილა დავტეხოთ,დავასხათ ცხელი,ადუღებამდე მიყვანილი ნაღები.ცხელ ნაღებში შოკოლადი გადნება და მოვურიოთ.

თეთრი და შოკოლადისფერი ფირფიტები მონაცვლეობით ერთმანეთზე დავალაგოთ,ფენებს შორის და გვერდებზე კრემი წავუსვათ,გადავასხათ მინანქრი და მოვრთოთ დატეხილი თხილით,ნიგოზით ან ცომის ნაფჩხვენები.

იგივე წესით გამოვაცხოთ  მრგვალი ფორმითაც.

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here