ინგრედიენტები :
900 გრ.კარტოფილი
150 გრ.ინდაურის ფილე ან ქათმის ფილე
150 გრ.ძროხის ხორცი
300 გრ.ქამა სოკო
500 მლ.რძე
12 ცალი ბეკონი
2 თავი ხახვი
1 სტაფილო
1 წითელი ბულგარული
2-3 ღერი მწვანე ხახვი
100 გრ.კონსერვირებული სიმინდის მარცვლები
3 კბილი ნიორი
10 ღერი ოხრახურში
5 ტოტი ქინძი
20 გრ.კარაქი
40 მლ.ზეთი
30 მლ.არაჟანი
3 გრ.ხმელი ბაზილილი
7 გრ.შავი დაფქული წიწაკა
3 გრ.წითელი დაფქული წიწაკა
17 გრ.მარილი
500 მლ.წყალი
მომზადების წესები :
პირველ რიგში მოვამზადოთ ხორცის გულსართი:
საქონლი ხორცი ,ინდაურის ფილე, 1თავი ხახვი,1 კბილი ნიორი,1 სტაფილო გავატაროთ ხორცსაკეპში.შევურიოთ წვრილად დაჭრილი ქინძი,5 გრ.მარილი(ნახ.ჩაის კოვზი) ,3 გრ.ხმელი ბაზილიკი, ნახ.ჩაის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა და იგივე რაოდენობის შავი დაფქული წიწაკა.ფარშს გადავაფაროთ თავზე და ნახევარი საათი სევდოთ მაცივარში.
მოვამზადოთ სოკოსა და ბოსტნეულის გულსართი:
300 გრ.ქამა სოკო დავჭრათ კუბებად.
ერთი თავი ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად.
ავიღოთ ორი ტაფა და თითოეულში ჩავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი.
ერთ ტაფაში მოვსუშოთ ხახვი,მეორეში კი სოკო.პარალელურად დავჭრათ კუბებად ბულგარული,ოხრახურში და მწვანე ხახვი წვრილად.
მოშუშულ სოკოს დავუმატოთ 1 გრ.შავი დაფქული წიწაკა და 2 გრ.მარილი.ბოლოს კი შევურიოთ არაჟანი
მოშუშულ ხახვს დავუმატოთ სიმინდის მარცვლები,1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დავუმატოთ მწვანილი და ბულგარული წიწაკა.ვშუშოთ 3-4 წუთი.
რძეში ჩავასხათ წყალი,ჩავდოთ კარაქი,დავუმატოთ ნახ.შ.კოვზი მარილი და ავადუღოთ.
6 ცალი წითელი კარტოფილი გავთალოთ,თავი და ბოლო მოვაჭრათ,გამოვუღოთ გული და მივიღებთ კარტოფილის კასრებს.კარტოფილის კასრები ნახევრად მოვხარშორ რძეში.
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
ნახევრად მოხარშული კარტოფილები დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,დავალაგოთ კარტოფილები,ავავსოთ სხვადასხვა სახეობის ფარშით.თოთოეულს შემოვახვიოთ ორი ცალი ბეკონის ,რომლებსაც დავამაგრებთ ხის ჯოხით და შევდებთ 40 წუთი ღუმელში.
ეს არის საოცრად გემრიელი კერძი მზად არის!