0c50c8beca90b053ac96b30b21aaf594-400x400
5/5

პიცა “პროშუტო ფუნგი” ( ლორი,სოკო)- იტალიური სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

პიცის ცომი

800 გრ.კონსერვირებული პამიდორი თავისივე წვენით

30 მლ.ზეითუნის ზეთი

450 გრ.ყველი მოცარელა

450 გრ.ლორი

240 გრ.სოკო შამპინიონი

ორეგანო იგივე თავშავა,იყიდება სუპერმარკეტებში

შავი დაფქული წიწაკა

მწვანე რეჰანი იგივე ბაზილიკი

მარილი

მომზადების წესები :

პამიდორს კანი გავაცალოთ და ჩანგლით დავსრისოთ.პიურეს დავუმატოთ ზეითუნის ზეთი,ორეგან,ბაზილიკი,შავი დაფქული წიწაკა .

ლორი დავჭრათ თხლად.

მოცარელა ხელით დავანაწევროთ.

სოკო დავჭრათ თხლად.

გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ პამიდვრის პიურე,მოვაყაროთ შამპინიონები და 10 წუთი 230 გრადუსზე გამოვაცხოთ,შემდეგ მოვაყრით ლორს და ყველს და ისევ 3-4 წუთი გამოვაცხობთ.

სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გავაფორმოთ ბაზილიკით.

ზოგიერთი იტალიელი შეფ – მზარეული აფორმებს ისპანახის ფოთლებით და სუფრაზე მიტანის წინ მოასხამს ცხელ პიცას ფორთოხლის წვენს.

ასევე მოგეწონებათ : როგორ მოვამზადოთ  პიცის ცომი

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

როგორ გავყინოთ და შევინახოთ ქლიავი ზამთრისათვის -2 განსხვავებული მეთოდი

ინგრედიენტები : ქლიავი მომზადების წესები : შევარჩიოთ მწიფე,მაგრამ მკვრივი ქლიავი. ნაყოფი  გვარეცხოთ გამდინარე წყალში, შემდეგ დავალაგოთ სუფთა ჩაის ტილოზე ან ქაღალდის ხელსახოცზე და ისე შევამშრალოთ. 

ცოცხლად შენახული შინდი – მოვემზადოთ ზამთრისათვის

ინგრდიენტები : 2 კგ. მწიფე შინდი შაქარი 2-ჯერ მეტი მომზადების წესები : მწიფე შინდი ფრთხილად გავრეცხოთ და დავწრიტოთ. კარგად მშრალი შინდი რკინის საცერზე ან თუშფალანგზე

მსხლის ჯემი

ინგრედიენტები : 1 კგ. მკვრივი და  პატარა ზომის მსხალი 500 გრ.შაქარი 1 შაქრიანი ვანილი ან 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი მომზადების წესები : მსხალი გავთალოთ,გული

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here