eskimo2
5/5

“ესკიმო” – მსუბუქი და გემრიელი ტორტი ნაყინის არომატით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

120 გრ.ფქვილი

130 გრ.შაქარი

80 გრ.რძე

30 გრ.კარაქი

10 გრ.შაქრიანი ვანილი

3 გრ.გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი (0,5 გრ)

ინგრედიენტები კრემისათვის:

300 მლ.რძე

250 გრ.კარაქი

2 კვერცხი

150-200 გრ. შაქარი

10 გრ.შაქრიანი ვანილი

30 გრ.სიმინდის სახამებელი

სიროფი:

50 გრ.შაქარი

50 მლ.წყალი

30 მლ.ფორთოხლის ლიქიორი

მინანქარი :

100 გრ.შავი შოკოლადი

100 გრ.20% ნაღები

30 გრ.კარაქი

30 გრ.ნიგოზი

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილს შევურიოთ მარილი და გამაფხვიერებელი.

თასში ჩავასხათ რძე,ჩავდოთ კარაქი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

კვერცხი , შაქარი  და შაქრიანი ვანილი ავთქვიფოთ  მიქსერით ერთად.ვთქვიფოთ 7 წუთი.

ათქვეფილ კვერცხს ხელის სათქვეფით შევათქვიფოთ ფქვილი.

მიღებული ცომიდან ამოვიღოთ 3-4 ს.კოვზი ცომი და  გავხსნათ  ცხელ რძეში ( მასში გამდნარი არის კარაქი) და ისევ ჩავაბრუნოთ ძირითად ცომში.მოვურიოთ კარგად.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 17-20 წუთი.

გამომცხვარ ბისკვიტს ღუმელის ტაფაში  გავაჩერებთ 15 წუთი,შემდეგ გადმოვიღებთ,ქაღალდს მოვაშორებთ და ბადეზე მთლიანად გავაციებთ .

კრემის მომზადება:

150 მლ. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.

კვერცხები და შაქარი ვთქვიფოთ ,შევურიოთ სახამებელი.

მიღებული მასა კარგად გავხსნათ  მორჩენილ 150  მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.

ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.

შაქრისა და წყლისაგან მოვადუღოთ სიროფი და ფორთოხლის ლიქიორი ჩავასხათ.

მინანქრის მომზადება:

ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელი დავასხათ დატეხილ შოკოლადს.ჩავაგდოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.

ბისკვიტი გავჭრათ  შუაზე და ფენები ერთმანეთზე დავაწყოთ ტორტს გვერდებზე,ფენებს შუა  და ზემოდან წავუსვათ კრემი.

ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გადავასხათ მინანქარი.ტორტი შევინახოთ მაცივარში 3 საათი.

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here