683_big

პიცა კვადრო ფორმაჯო -იტალიური სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

უთხელესი  ცომი, ოთხი ტიპის ყველის ანსამბლი  – მხოლოდ პიცა არ არის, ეს გურმანთა  ოცნებაა. თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ: ძვირადღირებული პარმეზანი ჩაანაცვლეთ უფრო იაფფასიანი შინაური ყველით .პიცა ძალიან სწრაფად მზადდება, ხოლო ცომის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ. ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები :

1 ჭიქა ფქვილი

70 მლ.თბილი წყალი

1/4 ჩ.კოვზი სოდა

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

2 ს.კოვზი არაჟანი

1 ს.კოვზი ფქვილი

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

2 ჩ.კოვზი წვრილად დაჭრილი ბაზილიკი,ოხრახურში ან თავშავა

25 გრ.კარაქი

70 გრ. ყველი პარმეზანი

50 გრ. ყველი კამამბერი

100 გრ. ყველი  მაასდამი

100 გრ. ყველი მოცარელა

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ,მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ ზეთი, დავასხათ თბილი წყალი,დავუმატოთ სოდა ლიმონის წვენით და მოვზილოთ ცომი.

ცომი შევახვიოთ ცელოფანში და დავასვენოთ ნახევარი საათი.

ქვაბში გავადნოთ კარაქი,შევურიოთ 1 ს,კოვზი  ფქვილი,არაჟანი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.სოუსი ცეცხლიდან გადმოვდგათ.

მაგარი ყველი გავხეხოთ.რბილი ყველი კუბებად დავჭრათ.

ცომი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად.წავუსვათ სოუსი,მოვაყაროთ ყველი ჯერ მაგარი,შემდეგ რბილი.

პიცა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,სანამ ზემოდან ყველი მოიბრაწება.

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მაკარონი ” პაფლოცკი”

ინგრედიენტები : 300 გრ.მაკარონი 600 გრ.ფარში 1 ხახვი 2 კბილი ნიორი 2 ს.კოვზი ზეთი 2 ს.კოვზი ტომატ-პასტა სურვილის მიხედვით მარილი გემოვნებით   მომზადების წესები :

კატლეტები ბეკონში

ინგრედიენტები : 500 გრ შერეული ფარში (საქონელი და ღორი) 100  გრ.ბატონი 30 მლ.ნაღები წყალი 1 თავი ხახვი 1 კვერცხი მარილი,წიწაკა გემოვნებით   მომზადების წესები : ბატონ

კატლეტები. 3 განსხვავებული რეცეპტი

ინგრედიენტები : 500 გრ შერეული ფარში ( საქონელი და ღორი) 100  გრ.ბატონი 30 მლ.ნაღები წყალი 1 თავი ხახვი 1 კვერცხი მარილი,წიწაკა გემოვნებით საფანელი ან ფქვილი მომზადების

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია