85d0bf2bf07297f0892cd936b7d86408
5/5

ხაჭოს ტორტი “ანგელოზის ცრემლები”- დესერტი,რომელიც მოლოდინს აჭარბებს

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები ცომისათვის:

80 გრ.კარაქი

1 ჭიქა ფქვილი

1 კვერცხი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

2  ს.კოვზი შაქარი

გულსართი:

500 გრ.ხაჭო

0,5 ჭიქა შაქარი

100 გრ.ნაღები მაღალპროცენტიანი

1 ს.კოვზი მანანის ბურღული

3 კვერცხის გული

სუფლე:

3 კვერცხის ცილა

3 ს.კოვზი შაქარი

 

მომზადების წესები :

გაცრილ ფქვილს შევურიოთ გამაფხვიერებელი,ჩავახეხოთ ცივი კარაქი ,ხელითავაფხვიეროთ,დავუმატოთ კვერცხი და შაქარი,სწრაფად მოვზილოთ ცომი,შევახვიოთ პლასტიკში და 20 წუთი შევდოთ მაცივარში.

ხაჭო დავაბლენდეროთ,შევურიოთ კვერცხის გულები,ნაღები და შაქარი.ხაჭო თავიდან დავაბლენდეროთ და მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

მოვამზადოთ ბეზე ;კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე,შემდეგ ულუფობით შევათქვიფოთ შაქარი .

ცომი გავაბრტყელოთ, 24 სმ დიამეტრის ფორმაში გადავიტანოთ,0,5 სმ სიმაღლეზე გვერდები ამოვუწიოთ ,ჩავდოთ ხაჭოს გულსართი და 20-30 წუთი შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.შემდეგ ზემოდან  გადავანაწილოთ სუფლე და 10 წუთი კვლავ შევაბრუნოთ ღუმელში.

ტორტი გამოვიღოთ ღუმელიდან და ცხელსვე დავაფაროთ თასი.წარმოიქმნება კონდენსატი და ყვითელი ფერის ” მძივები,ცრემლები ” გაჩნდება ტორტის ზედაპირზე.

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მანდარინი შოკოლადში

მანდარინი შოკოლადში  – გემრიელი და ჯანსაღი დესერტი. გარდა ამისა, იგი სწრაფად  და მარტივად მოსამზადებელია. ამისათვის  კი საჭიროა მხოლოდ მანდარინი და შოკოლადი. ინგრედიენტები : 4 მანდარინი

მარწყვი შოკოლადში – დაბალკალორიული დესერტი

მარწყვი  შოკოლადში  – გემრიელი და დაბალკალორიული  დესერტი. გარდა ამისა, იგი სწრაფად  და მარტივად მოსამზადებელია.  ინგრედიენტები : მსხვილი მარწყვი – 500 გრ შოკოლადი – 150 გრ

ბისკვიტის ყველაზე მარტივი ნამცხვარი მარწყვით

ინგრედიენტები : კვერცხი  – 6 შაქარი- 10 გრ ფქვილი – 120 გრ სახამებელი -2 ს.კოვზი გამაფხიერებელი- 2 ჩ.კოვზი კრემი: მოხარშული კრემი.წაიკითხეთ რეცეპტი მომზადების წესები ;

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here