ინგრედიენტები :
4 კვერცხი
300 გრ. ქამა სოკო
1 ხახვი
1 ს.კოვზი გახეხილი პარმეზანი
ზეთი
მარილი გემოვნებით
წიწაკა გემოვნებით
მწვანილი გემოვნებით
თუ არ იცით რა უნდა გააკეთოთ საუზმეზე, გთავაზობთ ფრიტატას რეცეპტს. სოკოთი მომზადებული იტალიური ომლეტი არის გემრიელი და მსუყე, უფრო მეტიც, იგი მზადდება მარტივად, რაც მთავარია – სწრაფად!
მომზადების წესები :
სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად.
ზეთში ერთად მოვშუშოთ სოკო და ხახვი,ვუმატებთ მარილს და წიწაკას გემოვნებით.
კვერცხები ავთქვიფოთ,შევურიოთ გახეხილი პარმეზანი,დავასხათ ხახვთან ერთად მოშუშულ სოკოს და შევდოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი გამოსაცხობად.
ცხელ კერძს მოვაყაროთ მწვანილი, გახეხილი ყველი და დავჭრათ ულუფებად
0