kartofilisgvezeli
5/5

ღუმელში გამომცხვარი გალისიური კარტოფილის ღვეზელი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

3 კარტოფილი

150 გრ.წიწიბურა

200 გრ.ქონი

640 გრ.ფქვილი

300 მლ.თბილი წყალი ცომისათვის

2 კბილი ნიორი

2 თავი ხახვი

30 გრ.ნედლი საფუარი

1 სტაფილო

1კვერცხი

40 მლ.ზეთი

25 გრ.შაქარი

15 გრ.მარილი

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

 

მომზადების წესები :

თბილ წყალში გავხანათ საფუარი და შაქარით,დავალოდოათ აქაფებას.შემდეგ დავუმატოთ 2 ს.კოვზი ზეთი,.ფქვილი და 5 გრ.მარილი.მოვზილოთ ცომი,დაგავაფაროთ ტილო და დავდოთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ.

წიწიბურას დავასხათ წყალი,თასს დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ .წიწიბურა წყალს მთლიანად შეიწოვს.

ქონი დავჭრათ წვრილად და ტაფაზე გავადნოთ.

ქონში  მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.ბოლოს ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.

კარტოფილის პიურე,წიწიბურა,მოშუშული ბოსტნეული 5 გრ.მარილი,3 გრ.შავი დაფქული წიწაკა შევურიოთ ერთმანეთს.

ცომი გავაბრტყელოთ ( ცოტა მოვიტოვოთ გასაფორმებლად),შუაგულში ჩავდოთ გულსართი მოვუკრათ პირი და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე,გავაბრტყელოთ ,სურვილისამებრ მორჩენილი ცომით გავაფორმოთ ,გადავუსვათ გატქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში  40 წუთი გამოვაცხოთ

 

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მსხლისა და ტყემლის ჯემი

ინგრედიენტები : 2 კგ.მსხალი 2 კგ.წითელი ტყემალი ( ტკბილი) 2-2,5 კგ.შაქარი. მომზადების წესები : ხილი გავრეცხოთ. მსახალი დავჭრათ. მსახლი და ტყემალი ჩავყაროთ ქვაბში,დავასხათ წყალი,ისე რომ

მთელ – მთელი მსხლის მურაბა

ინგრედიენტები : 3 კგ. სამურაბე  ან პანტა მსხალი 3 ლიტრი წყალი 3 კგ. შაქარი 1  პატარა კონა პიტნა 1.5 ჩ.კოვზი ლიმონმჟავა მომზადების წესები : მსხალი

ბუღლამა – კახური სამზარეულო

ინგრედიენტები : 200 გრ.ცხვრის ხორცი 350 გრ.ხახვი 200 გრ.ალუჩა 2 კბილი ნიორი 70 გრ.ქინძი 40 გრ.პიტნა 50 გრ.კამა შავი პილპილი 1 ჩ.კოვზი მარილი გემოვნებით მომზადების

ხაჭაპურის ცომი მინერალურ წყალზე

ინგრედიენტები ( პირველი ვერსია) : 200 გრ.მაწონი 25-50 მლ. (მინერალური წყალი) ნახევარი ჩაის კოვზი ძმრით 300  – 400 გრ. ფქვილი მარილი ინგრედიენტები შიგთავსისათვის: 2 კვერცხი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here