ტორტი “თაგვი” გავაფორმოთ ცილოვანი მოხარშული კრემით.
ინგრედიენტები :
4 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
ვანილი
0,5 ჩ.კოვზი ლიმონმჟავა
მომზადების წესები :
მშრალ,სუფთა მომინანქრებულ თასში კვერცხის ცილისა და შაქრისაგან გავაკეთოთ ბეზე.თასი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე ( წყალი აუცილებლად უნდა დუღდეს) ისე,რომ ძირი არ ეხებოდეს მდუღარე წყალს. გავაგრძელოთ თქვეფა 10-15 წუთი.როგორც კი მიქსერის ჯოხებით ამოყვანილ კრემში ფიგურები დაიხატება,კიდევ ვთქვიფავთ 3-4 წუთი და გადმოვდგათ.
კრემს შევურიოთ სხვადასხვა ფერის საღებავები და შევუდგეთ შემოქმედებით მუშაობას.
0