ინგრედიენტები :
1 კგ.ქათმის ფრთები
ინგრედიენტები მარინადისათვის:
1,5 ჭიქა მაწონი
1,5 -2 ჩ. კოვზი მარილი
2 კბილი ნიორი
1/5 ჩ.კოვზი შავი დაფქული წიწაკა
ინგრედიენტები კლიარისათვის:
100 მლ.ლუდი
2 კვერცხი
მარილი გემოვნებით
5-6 ს.კოვზი ფქვილი
მომზადების წესები :
ქათმის ფრთები გავრეცხოთ, ქაღალდის ხელსახოცებით გავამშრალოთ.
ქათმის ფრთები დავყაოთ სამ ნაწილად.ბოლო ფალანგები ცალკე შევინახოთ ბულიონის მოსამზადებლად.
თითოეული ნაწილის კანი ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილას ჩავშხვლიტოთ.
თასში ჩავასხათ მაწონი,დავუმატოტ დაჭყლეტილი ნიორი,მარილი და შავი წიწაკის მარცვლები.ჩავაწყოთ შიგნით ქათმის ფრთები ,გადავაფაროთ პლასტიკი და 6-7 საათი გავაჩეროთ მაცივარში.
კლიარის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ.მივიღებთ თხელ ცომს.
ქათმის ფრთები გამოვიღოთ მაცივრიდან,გადავავლოთ წყალი და აუცილებლად გავამშრალოთ,რომ კარგად ამოისვაროს კლიარში.
კლიარი რომ კარგად გაჩერდეს ფრთებზე, მოვაყაროთ სახამებელი ორივე მხრიდანდა ამის შემდეგ ფრთები ამოვსვაროთ კლიარში.
ავიღოთ ტაფა და ნახევრამდე ავავსოთ ზეთით.ადუღებულ ზეთში ჩავაწყოთ კლიარში ამოსვრილი ფრთები და დაახლოებით 15 წუთი შევწვათ.შემწვარი ფრთები დავწრიტოთ ქაღალდის ხელსახოცზე.