სიზმრების ახსნა

                                                  ხ

ხატვა ნახო რაიმესი – კეთილს დაამხობ.

სარდალი ნახო ან შეჭამო – მაინც და მაინც ცუდი საქმეა.

ხახვის ნახვა ან ჭამა – ცუდი განსაცდელის ნიშანია.

ხალხის ყრილობა ნახო – ავი საქმე დაგემართოს.

ხარბობა სიზმრად – მეტად ცუდი საქმეა.

ხავერდი – მოგაზაურობას ნიშნავს.

ხაზინა – ხიფათს ელოდე.

ხალათი  – ხანგრძლივი სენია შიგნეულისა.

ხალიჩა – დასვენების,სიმშვიდის და კეთილდღეობის ნიშანია.

ხალხი ( ნახო ბევრი) – დამოუკიდებლობა დაკარგო,სხვას ემორჩილებოდე.

ხანძარი – გაცივდე და ავად გახდე.

ხანჯალი – ხიფათს ელოდე.

ხარი – მოგზაურიბის ნიშანია.

ხატი – კეთილდღეობის ნიშანია.

ხალი – მოულოდნელობა.

ხალვის ჭამა – სიამოვნებაა.

ხბო – საქმეში ხელი მოგეცალოს.

ხეს ფოთოლი სცვიოდეს – ომიანობისა და ჩხუბის ნიშანია.

ხე – ნაყოფის მომცემი – კარგია,სარჩო და საცხოვრებელი შეგემატოს.

ხელები შეგეღებოს –  რაიმეს შეიმატებ,გამდიდრდები.

ხელებხსნილი შენი თავი ნახო – სიმდიდრეს მალე მოეწევი.

ხეიბარი – მშვიდი სიბერე გელის.

ხელთათმანი  – ახლობელს  დაცილდე.

ხელები ( შებორკილი) – ხიფათის ნიშანია,შეჭირვებას,სიღატაკეს ნიშნავს.

ხელმწიფე ( ანუ დედოფალი ნახო) – დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობის,მოუსვენარი ცხოვრების ნიშანია.

ხელსახოცი ( სუფთა) – კარგ საზოგადოებაში გახვიდე.

ხელსახოცი ( ჭუჭყიანი) – ცუდ წრეში ტრიალებდე,განხეთქილებას ნიშნავს.

ხელფასი (გასცე) – ზარალია.

ხელფასი ( მიიღო) – სარგებელი.

ხელწერა ნაცნობისა ან მეგობრისა – ზარალს  და სიცრუეს ნიშნავს.

ხეხილის ბაღი – ბედნიერი ცოლ – ქმრისა და დიდი ოჯახის ნიშანია.

ხერხი – მოგება და სიმდიდრე.

ხედი ( წითელი) -ბედნიერება,ყველაზე სასურველი სურვილის ასრულება.

ხველა – ბრწყინვალე ჯანმრთელობის ნიშანი.

ხვევნა  (ახლობლის,მეგობრის) – კამათი და უსიამოვნება.

ხვევნა ( ქალის) – ღალატი.

ხვლიკი – ავი,ეშმაკი და საშიში მტერია.

ხვეული თმები – სიმდიდრეა.

ხიდი – ძნელი გზაა,დაბრკოლება და შეჭირვება.

ხიდი ჩაგიტყდეს ან ჩატეხილი ნახო – სიკვდილის ნიშანია.

ხის წაქცევა – კაცის სიკვდილს მოასწავებს.

ხილი ( სხვადასხვა) – დიდძალი ნაშიერია.

ხიფათიანი ნახო  -პატივი და დიდი თანამდებობა მიიღო.

ხის სამფეხა – დარდი.

ხის ტორტი – წინსვლა სიყვარულში.

ხმა ტკბილი გესმოდეს – სასიხარულო დღეებს მოეწევი.

ხმა -ყვირილისა მოგესმას – სხვები მტრობას გაგიწევენ.

ხმალი – მეგობრებთან ჩხუბის დროს ხიფათს ელოდე.

ხორცის მჭამელი ფრინველი ნახო  – ცუდი ამბავია.

ხორბლის დათესვა  – სიკვდილია და კარგია.

ხოჭო – ფინანსური გაურკვევლობა.

ხომალდი – ბედნიერი ცოლ -ქმრობის ნიშანია.

ხომალდის დაღუპვა  – საქმეში გაგიმართლოთ.

ხოხავდე – ტანჯვა,სიდუხჭირე,დამცირება განიცადო.

ხოხობი – კეთილი გზაა.

ხორცი ( მოხარშული ნახო ან ჭამო) – კეთილდღეობის ნიშანია.

ხორცი (უმი) – ავადმყოფობა და დარდი იცის.

ხრახნის ჩახრახვნა – საქმე შეფერხდეს.

ხრამი ( უფსკრული) – საშიშროება,წარუმატებლობა,დანაკარგი.

ხრამი ( გვერდის ავლა)   – საშიშროების თავის დაღწევა,ცხოვრებაში წარმატება.

ხუნდები – სიღატაკისა და შეჭირვების ნიშანია

error: შიგთავსი დაცულია