სიზმრების ახსნა

                                                წ

წაბლი ( ნახო ან ჭამო) – სიყვარულში ან საქმეში გაიმარჯვო.

წამოსასხამი ( ნახო ან მოისხა) – დიდი პატივი გხვდეს.

წარბები – მეგობრებთან დროსტარებას გპირდება.

წაღა – მოგზაურობა,თუ  გიჭერას ძნელი გზა გელის.

წამალი ( დალიო) – უნებურად ცუდი საქმე დაგემართოს.

წერილი ( მიიღო) – მოულოდნელი ამბავი შეიტყო.

წერილი ( გააგზავნო) – მეგობარს შეხვდე.

წერო – ოჯახი გაგიმრავლდეს და გაიხარო,დიდი კაცი დაგეხმაროს,სამსახური გაგიწიოს.

წვერი (გაიპარსო )- ზიანი და ნაღველია.

წვიმის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვინმესთან.

წვერი ( გრძელი) – პატივი და ღირსება.

წვერი ( მოკლე) –  სამართალში მიგცენ.

წვერი ( გაგცვივდეს) – დამცირება და სამართალში მიცემა.

წვივსაკრავი – ეჭვიანობამ ოჯახში არეულობა მოგიტანოს.

წვიმა ნახო – საქმეში ხელი მოგემართოს,დიდი სარფიანი მოგება.

წვეთები  – ფული.

წვეთები  (მიიღო) – ბინა გამოიცვალო.

წვიმაში დასველება – სიყვარული.

წვეულება – უმოქმედება,დროის და ქონების დაკარგვა.

წიგნი დაგლეჯილი თუ გეჭიროს – ავად გახდები.

წისქვილი – ბედნიერების ნიშანია.

წირვის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვინმესტან.

წისქვილის აშენება – დიდობის და ბედნიერების ნიშანია.

წისქვილში შესვლა – ცუდია,გაჭირვებაში ჩავარდები.

წიწილა – რამეს შემატება,გამდიდრება.

წიგნები  ( იყიდო,წაიკითხო ან ნახო ) – მეცნიერებაში წარმატებას ეწიო,რაიმე აღმოაჩინო,ნათელი და საამო ცხოვრება გქონდეს.

წინდა – უსიამოვნო ამბავია,ჩხუბს მოასწავებს.

წინსაფარი  ( ძველი და დაგლეჯილი) – სნეულება და ოჯახური არეულობაა.

წინსაფარი ( სუფთა) – კარგი ჯანი და ოჯახში წარმატება გქონდეს.

წიწაკა ( ნახო ან ჭამო) – შეჭირვება შეგხვდეს.

წითელი ფერი – ნამუსი,ჯანმრთელობა.

წოლა ლოგინში –  ავადმყოფობის ნიშანია.

წყალი  ( მღვრიე ნახო) – ცუდია,მწუხარება და განაწყენებაა.

წყალი ( წმინდა) – ძალიან კარგია,წარმატება და კარგად ყოფნაა.

წყლის ხმა გაიგო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა.

წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია.

წყლის ხმა გაიგონო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა.

წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია.

წყალი აყროლებული ნახო – ცუდი რამე შეგემთხვეს.

წყალობის მიღება ვინმესგან – ძალიან კარგი ნიშანია.

წყალში იხვი ან ბატი ნახო – კარგი ნიშანია.

წყარო ნახო – კარგია,თუ დამშრალია – ცუდია.

წყალი წმინდა თუ დალიე  – კეთილია.

წყალდიდობა – ხელსაყრელი საქმეა,სიმდიდრეა.

წყაროს წყალი – დიდ მოგებას და ბედნიერ ცოლ-ქმრობას გიქადდის.

წყლის შროშანი – ნეტარება და აღმაფრენა.

წყნარი წყლის წყარო – ხალისიანი,წყნარი,მშვიდი და კმაყოფილი ცხოვრების ნიშანია.

წყურვილი – ( ანკარა წყლით მოიკლა) – ჯანის სიმრთელე და წარმატების საწინდარია.

წყურვილი – ( მღვრიე წყალი დალიო) – ავადმყოფობის და შეჭირვების ნიშანია.

წყლიანი ვედრო – მოგებაა.

წურბელა (კაცისათვის)- ბოროტი და ეშმაკი ცოლია.

წურბელა ( ქალისათვის) – სახიფათო სიყვარული.

error: შიგთავსი დაცულია