- +33 877 554 332
- info@livemaster.ge
წაბლი ( ნახო ან ჭამო) – სიყვარულში ან საქმეში გაიმარჯვო.
წამოსასხამი ( ნახო ან მოისხა) – დიდი პატივი გხვდეს.
წარბები – მეგობრებთან დროსტარებას გპირდება.
წაღა – მოგზაურობა,თუ გიჭერას ძნელი გზა გელის.
წამალი ( დალიო) – უნებურად ცუდი საქმე დაგემართოს.
წერილი ( მიიღო) – მოულოდნელი ამბავი შეიტყო.
წერილი ( გააგზავნო) – მეგობარს შეხვდე.
წერო – ოჯახი გაგიმრავლდეს და გაიხარო,დიდი კაცი დაგეხმაროს,სამსახური გაგიწიოს.
წვერი (გაიპარსო )- ზიანი და ნაღველია.
წვიმის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვინმესთან.
წვერი ( გრძელი) – პატივი და ღირსება.
წვერი ( მოკლე) – სამართალში მიგცენ.
წვერი ( გაგცვივდეს) – დამცირება და სამართალში მიცემა.
წვივსაკრავი – ეჭვიანობამ ოჯახში არეულობა მოგიტანოს.
წვიმა ნახო – საქმეში ხელი მოგემართოს,დიდი სარფიანი მოგება.
წვეთები – ფული.
წვეთები (მიიღო) – ბინა გამოიცვალო.
წვიმაში დასველება – სიყვარული.
წვეულება – უმოქმედება,დროის და ქონების დაკარგვა.
წიგნი დაგლეჯილი თუ გეჭიროს – ავად გახდები.
წისქვილი – ბედნიერების ნიშანია.
წირვის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვინმესტან.
წისქვილის აშენება – დიდობის და ბედნიერების ნიშანია.
წისქვილში შესვლა – ცუდია,გაჭირვებაში ჩავარდები.
წიწილა – რამეს შემატება,გამდიდრება.
წიგნები ( იყიდო,წაიკითხო ან ნახო ) – მეცნიერებაში წარმატებას ეწიო,რაიმე აღმოაჩინო,ნათელი და საამო ცხოვრება გქონდეს.
წინდა – უსიამოვნო ამბავია,ჩხუბს მოასწავებს.
წინსაფარი ( ძველი და დაგლეჯილი) – სნეულება და ოჯახური არეულობაა.
წინსაფარი ( სუფთა) – კარგი ჯანი და ოჯახში წარმატება გქონდეს.
წიწაკა ( ნახო ან ჭამო) – შეჭირვება შეგხვდეს.
წითელი ფერი – ნამუსი,ჯანმრთელობა.
წოლა ლოგინში – ავადმყოფობის ნიშანია.
წყალი ( მღვრიე ნახო) – ცუდია,მწუხარება და განაწყენებაა.
წყალი ( წმინდა) – ძალიან კარგია,წარმატება და კარგად ყოფნაა.
წყლის ხმა გაიგო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა.
წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია.
წყლის ხმა გაიგონო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა.
წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია.
წყალი აყროლებული ნახო – ცუდი რამე შეგემთხვეს.
წყალობის მიღება ვინმესგან – ძალიან კარგი ნიშანია.
წყალში იხვი ან ბატი ნახო – კარგი ნიშანია.
წყარო ნახო – კარგია,თუ დამშრალია – ცუდია.
წყალი წმინდა თუ დალიე – კეთილია.
წყალდიდობა – ხელსაყრელი საქმეა,სიმდიდრეა.
წყაროს წყალი – დიდ მოგებას და ბედნიერ ცოლ-ქმრობას გიქადდის.
წყლის შროშანი – ნეტარება და აღმაფრენა.
წყნარი წყლის წყარო – ხალისიანი,წყნარი,მშვიდი და კმაყოფილი ცხოვრების ნიშანია.
წყურვილი – ( ანკარა წყლით მოიკლა) – ჯანის სიმრთელე და წარმატების საწინდარია.
წყურვილი – ( მღვრიე წყალი დალიო) – ავადმყოფობის და შეჭირვების ნიშანია.
წყლიანი ვედრო – მოგებაა.
წურბელა (კაცისათვის)- ბოროტი და ეშმაკი ცოლია.
წურბელა ( ქალისათვის) – სახიფათო სიყვარული.
Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია