სიზმრების ახსნა

                                       ს

სანთელი აანთო – შვილი გეყოლოს და ძალიან გაიხარო.

სახლის ყიდვა -ცუდის ნიშანია.

სასწავლებელი – კარგია და ბედნიერების ნიშანია.

სარკეს ხმარობდე – ქორწინების ნიშანია და აგრეთვე სიხარულის.

სასმელი( ღვინის ან რაიმეს სმა) – კარგია,ჯანმრთელობა არის.

საათის ნახვა ან ყიდვა – მეტად კარგია და სარგებლობის ნიშანია.

სამტვრევი( თხილის) -მწარე სიყვარული.

სავარცხელი – ცუდია და საზიანო საქმეა.

საპყრობილე ნახო – მეტად ცუდია და გაჭირვებას ნიშნავს.

სამრეკლოს გუმბათი – კარგია და სარგებლობის ნიშანია.

საყდარი ააშენო და ილოცო -ძალიან კარგია,შემატებაა რამესი.

საათი( გამართული) – საქმეში წარმატება და ჯანმრთელობა.

საათი( გამორთული) – დანგრეული ცხოვრება და წარუმატებლობა.

საათი კედლის – დასაფლავება.

საბანი – ავადმყოფობა.

სადავე – საქმეში შეფერხება.

სადილი – მადის დაკარგვა და კუჭის აშლა.

სადღეგრძელოს( თქმა ან მოსმენა) -კეთილი ჩანაფიქრისათვის ხელის შეწყობა.

საზამთრო – ქორწილი და მხიარულებაა.

სათამაშოები – არასაჭირო საქმით უაზრო გართობა და ფულის დაკარგვა.

სათბური – მძიმე და უღირსი პიროვნებაა.

სათვალეები -უნდობლობა,უღირსობა და ეჭვიანობა.

საკონდიტრო – ცრუ საზოგადოებაა.

სამაჯური – მალე ქორწინებაა.

სამკლავური – ეჭვიანობის ნიადაგზე ოჯახური უსიამოვნება.

სამოთხე-მშვიდობიანი საუბაია.

სანაპირო – საყვარელ ადამიანთან სასიყვარულო პაემანი.

საკუთრების შეძენა  – დანაკარგია.

სალათა – კამათია.

სანთელი ანთებული – რელიგიის საკითხით გატაცება.

სანთელი ჩამქრალი – მძიმე დანაკლისია.

საპარსი  – დარდი და საშიშროებაა.

საპონი – განახლება და უკეთესობისაკენ ლტოლვა.

სარდაფი – მემკვიდრეობა.

სასამართლო – ჭორებია.

სასაფლაო – ჯანმრთელობა,წარმატება და ხანგრძლივი სიცოცხლე.

სასახლე – გაცნობა და მეგობრობა მაღალი საზოგადოების განათლებულ მანდილოსანთან.

სასახლე დანგრეული – სიღარიბე და ავადმყოფობა.

სასწორი –  სამართლიანობისაკენ ლტოლვა.

სასტუმრო  – უზნეო წრეში ყოფნა.

საფულე – მოგებაა,ცარიელი -სიღარიბე და გაწბილება.

საქანელა -ოჯახური ბედნიერება.

საქმრო – სასიყვარულო ინტრიგა.

საყვირი – სიხარული და წარმატება.

საყურეები – მხიარულება და ლოთობა.

საშინელება – მოულოდნელი უსიამოვნება.

საჩუქრები  ( მიღება) – მოგებაა.

საჩუქრების( ჩუქება) – უსიამოვნებაა.

საცობი – მხიარული მეგობრების სტუმრობა.

საწამლავი – საშიშროებისაგან თავის დაღწევა.

სახლი  – სტუმრებია.

სახრჩობელა – დარდი და საშიშროებაა.

საზიდარი – უნდო, სათუო საქმეა.

საზღვარი გადალახო – საქმე უკეთესად წავიდეს.

სათვალთვალო კოშკი – სახიფათო მოგზაურობას ელოდე.

სათითე – სიცრუე,ჭორები.

სათლი( ცარიელი) -ცუდია,იმედის გაცრუება,მოტყუება,დანაკარგი,

სათლი( სავსე) – წარმატება და დიდი მოგება.

საკვამდე მილი – გაღატაკება.

საკვამურების მწმენდავი ნახო – თვალთმაქც  მეგობრებს ნიშნავს.

საკვოიაჟი – კეთილი მგზავრობის ნიშანია.

საკუჭნაო – სარფი და დოვლათი შეგემატოს.

სალათი( ნახო ან ჭამო) – ჩხუბი ან მხიარულებაა.

სამართებელი – სევდას და ხიფათს ნიშნავს.

სამეფო ტახტი – საქმეში გაიმარჯვო.

სამგლოვიარო ეტლი – ქორწილია.

სამგზავრო ეტლი – ყოველმხრივ ხელი მოგემართოს.

სამკაული( იხილო) -სიყალბეა,სხვისი ქვეშევდრომი გახდე.

სამლოცველო – დიდი სიხარულია.

სამუშაო სახლი- დიდი მემკვიდრეობა მიიღო.

სამუშაო (შეასრულო) – წარმატებას ნიშნავს,სხვა იხილო მუშაობისას -სიმდიდრეა.

სამღვდელოება – ზეიმია.

სამჭედლო – სიმდიდრე და ჯანი შეგემატოს.

სამჭედლო და მჭედელი ნახო – კარგი ჯანი,სარგებელი.

სარაფანი – მდაბალი ვნებიანი გატაცება.

სასაუზმე – ცუდი მადა.

სასაკლაო – კარგი ჯანი,დიდი ხნის სიცოცხლე,საქმის კეთილობას ნიშნავს.

სასიძო – სასიყვარულო თავგადასავალი.

საუბარი(უცხოსთან)-მეგობრის უეცარი დაკარგვა.

საუბარი (მიცვალებულთან) – ხიფათი და სნეულება.

საფლავი – მძიმე ბრალდებას,სასამრთლოს,განსაცდელს კეთილად განერიდო.

საფეხურები( ადიოდე)- დაწინაურდე და წარმატებას ეწიო.,

საფეხურეი(დაეშვა )- ზარალი და დამცირებაა.

საღამო -უსარფო გარიგება.

საყელური – ხიფათს ნიშნავს.

საცეცხლური ნახო – ახლობლის სიკვდილი შეიტყო.

საცოლე ნახო( შენი) – ხიფათს ელოდე.

საცოლე ნახო( სხვისი) – დარდიანობას ნიშნავს.

სახარება ნახო – სულიერი კმაყოფილება,მშვიდობა და სიყვარული მოიპოვო.

სახატე( ხატი ნახო) – მშვიდობა და კეთილდღეობა გქონდეს.

სახელოსნო( სხვადასხვა ნივთებით) – წარმატება და შეძლება.

სახლს ცეცხლი მოეკიდოს  –  დიდი სარგებელი ნახო.

სახურავი – ჭირნახული მრავალი მოიგო.

საჭურისი – გარყვნილი და წამხდარი ცხოვრების ნიშანია.

საჰაერო ბუშტი – აუხდენელი ოცნება.

სადგური – გზა,საქმეები.

საავადმყოფო – ნათლობა.

საავადმყოფოში  სანახავად მიხვიდე ან ვინმე წამოიყვანო -დაუჯერებელი ამბები.

სარდაფი – წარსული.

საპარიკმახერო ( იყო მასში) – დაკარგვები,სიძნელეები.

საწოლი(იწვე) – წარმატება,გამართლება.

საწოლი( ცარიელი) – ნაცნობის სიკვდილი.

სამზარეულო (სუფთა) – შემოსავალი.

სამზარეულო( ჭუჭყიანი) – წყენა.

საფეხურები – ახალი სასიყვარულო რომანი.

საქონლის ხორცი – დანაკარგი.

სახლის გატეხვა – ავადმყოფობა.

სასაპნე -ხმაურიანი   ლაპარაკი.

საუზმობა – დღესასწაული.

სადილის მომზადება – ახალი საქმიანობის დაწყება.

საღამო – სარფიანი საქმე.

სარეცხი ( გაფენა)- მოგება,ქონების მიღება მემკვიდრეობით.

სარეცხი( ჭუჭყიანის რეცხვა) – ავადმგოფობა,უსიამოვნება.

სახლის მშენებლობა ( ავადმყოფისათვის) – სიკვდილია.

სახლის მშენებლობა( ჯანმრთელისათვის) – მძიმე შრომა.

სეტყვა – წარმატება,მოგება ,და დიდი მოსავალი.

სენაკი – სიმშვიდე, კეთილდღეობა.

სეირნობა მინდვრად – ქვეშერდომისაგან თავი დაიხსნა,კმაყოფილი და ბედნიერი იყო.

სვლა – მოგზაურობა.

სიზმარში სიზმარს ამბობდე – კარგია და სიხარული.

სისხლის გამოშვება – ცუდი ნიშანია,დაუძლურდები.

სიხარული – მწუხარებისა და შეჭირვების ნიშანია.

სიცივე – ცუდია,ამხანაგებთან ჩხუბი მოგივიდეს.

სიცილი -ტირილისა და მწუხარების ნიშანია.

სიარული( ფეხსაცმლით) – კარგია.

სიარული( ფეხშიშველი) – ცუდია.

სიბნელე – სიმშვიდე და ბედნიერება.

სიგარა -დროსტარება და ლოთობა.

სიკვდილი – ხანგრძლივი სიცოცხლე.

სიკვდილი( დასჯის ყურება) – წყენა და უსიამოვნება,უსამრათლობა.

სიკვდილი( დასჯილი იყო) – დიდი ბედნიერებაა.

სიმუნჯე – უძლურება და მორჩილება.

სიმღერის მოსმენა – ინტიმური მეგობრობაა.

სინათლე – წარმატება და სიმდიდრეა.

სირბილი – დანაკარგი და სიღარიბე.

სიღარიბე – სიმდიდრე.

სიტყვა – წარმატება,სარგებელი,დიდი ჭირნახული მიიღო.

სიასამური – წარმატება,პარივი,სიმდიდრე.

სიბრმავე – იშვიათი განსაცვიფრებელი სანახაობა.

სირმა ნახო – ჯილდო მიიღო და დაწინაურდე.

სიბნელიდან სინათლეში გახვიდე – დიდი წარმატება.

სიბნელი – სიძნელეები,გაურკვევლობა.

სისხლი – მოულოდნელობა.

სისხლი ცხვირიდან მოგდიოდეს – ფულადი დანაკარგი.

სისიშვლე – ავადმყოფობა,უბედურება.

სილიოდკა – ვალის დაბრუნება.

სირცხვილი -შექება.

სილა – სიმდიდრე.

სიცხის გაზომვა – ფულის მოლოდინი.

სიზმარში დაქორწინება -ღალატი.

სიმდიდრის ძებნა -მოტყუებული დარჩე.

სკა – მოსაწყენი ნაცნობები.

სკამი – სასარგებლო მდგომარეობა საზოგადოებაში.

სკოლა – წარმატება და ოჯახური მდგომარეობა.

სკივრი( სავსე)-მოგებაა.

სკივრი( ცარიელი) – განაწყენება.

სოკოს (დაკრეფვა ან ყიდვა) – ძალიან კარგია.

სოკოს ჭამა – ცუდია.

სორო – ჩაგვრა და კამათია.

სოფელი( ზაფხულში ნახო) – სიხარულსა და კმაყოფილებას ნიშნავს.

სოფელი( ზამთარში ნახო) – სევდა და დარდია.

სპილო ნახო -უძრავი ქონების შეძენა.

სპირტი( დალიო) – სულის სნეულებაა.

სპილენძი – ცუდია,უნდა სიფრთხილეში იპოვებოდე.

სროლა( მოხვედრა) -წარმატებაა.

სროლა( აცდენა) – წარუმატებლობა.

სტუმრის მოპატიჟება და მიღება – სიხარულია.

სტუმრები  – კამათი,შური და სიძულვილია.

სტამბა – დიდი მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

სტაფილო – მონაგები,იღბალი და საქმეში გამარჯვება.

სტუმრად დაპატიჟება – რაიმეს დაკარგვა.

სუნამო – ახალი ცხოვრება.

სურათები –  პირფერი მეგობრები.

სუდარა – ახლობლის სიკვდილს მოასწავებს.

სურო ( წყლიანი) – წარმატება ,სასარგებლო საქმე,მოგება.

სურო( ცარიელი) – დანაკარგი.

სუნი( სასიამოვნო) – დაგიცავენ.

სუნი( უსიამოვნო) – მეგობართან ჩხუბი.

სუსტი ძროხა – დაკარგვაა.

სქელი წვერი – შეძენა.

სქელი თმები -შეძენა.

სქესობრივი კავშირი – ჩავარდნები,წინააღმდეგობები,,შეფერხება საქმეში,მგზავრობაში.

სწავლა( რაიმესი) – დიდება,წარმატება,სიმდიდრე.

სწორი გზა – გამართლება.

სხვენი – ახალ საქმეზე ხელის მოკიდება.

სხივი – ბრწყინვალე მომავლის ნიშანია.

error: შიგთავსი დაცულია