სიზმრების ახსნა

                                        კ

კუბოს ყიდვა სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის.

კვამლი სქელი რომ ნახო – ცუდია, დაფანტული და გაშლილი, ნიშანია მტერს შეურიგდები.

კბილები თეთრი, ნიშანია შეგემატება რამე, შავი და დამპალი ნახო, ნიშანია ჩხუბს შეხვდები, მაგრამ თუ გამოსაცვლელი კბილი ნახე, ნიშანია გაბედნიერების.

კურდღელი რომ ნახო, ნიშანია დიდი აყალმაყალის.

კარტის თამაში ნახო, შეგემატება რამე, თუ შენ ითამაშე, ნიშანია ჩხუბისა.

კატა ნახო –  ჩხუბი მოგივა ვინმესთან.

კაცის მოკვლა – მწუხარებისა და ნაღველის მომატების ნიშანია.

კაბინეტი – კამათი და უსიამოვნება.

კავალერისტი – უსიამოვნო შეხვედრა.

კაკაბი – საშიშროებისაგან თავის დაღწევა და კეთილი მომავალი.

კაზაკი – განგაში და შიშია.

კალათი (ცარიელი)  –  სიღარიბე,შეჭირვება  და კამათია.

კალათი (სავსე) – სიმდიდრე და წყნარი ცხოვრებაა.

კალეიდოსკოპი – საინტერესო მოგზაურობა.

კალენდარი – ვალების გადახდა.

კათედრა (პროფესიით) – რთული გონებრივი საქმიანობაა.

კალთა – ღირსებაა.

კალო – მდიდარი მოსავალი,ცოლ- ქმრობა და მემკვიდრეობაა.

კალოში –  შორეული ძნელი და წარუმატებელი გზაა.

კამათი – წარმატება და ფასიანი საჩუქარია.

კანტორა – მძიმე შრომაა.

კანფეტი – სტუმართა მოსვლაა.

კაპიტანი – საქმროს გაცნობაა.

კარადა( საგნებიანი) – სიმდიდრე,საქმეში და ვაჭრობაში წარმატებაა.

კარავი – სასიამოვნო მოგზაურობაა.

კარი ( ღია)  – წარმატება და გულღია მიღებაა.

კარი დაკეტილი  – გაწბილება და უსიამოვნება.

კარიკატურა – დაცინვა და წყენა.

კარტოფილის ნახვა ან ჭამა – მოსავალი და მოგება.

კასრი ( სავსე) – მოგება და საქმეში წარმატება.

 კასრი ( ცარიელი)  – დანაკრგი და სიღარიბე.

კატაობა ციგით ან ციგურებით – მხიარული დროსტარება.

კატასტროფა – ახლობლის დაკარგვა.

კაჭკაჭი – უსიამოვნო საუბარი,კამათი,უსიამოვნება.

კაბა  გეცვას ( ვიწრო ან მოკლე) – გაჭირვება და სიღარიბე.

კაიუტა – დატუსაღება,პატიმრობა,უსიამოვნება.

კალამი (ფოლადის ) – ჩხუბი და აურზაური.

 კალამი(ბატის ფრთის) – საქმეში გამარჯვება.

კალთა გქონდეს ( გრძელი) – პატივია.

  კალთა( მოკლე) – წყენას შეხვდე.

კალია – ამფსონებმა თავი მოგაბეზრონ.

კანდელაბრი – მხიარული თავყრილობა.

კანის სნეულება შეგეყაროს – ჯანი და სიმრთელე მოგეცეს.

კანცელარია – აფროსობასთან ამაო გარჯას ნიშნავს.

კარეტა – ქონება დაკარგო.

კატაბალკა – ახლობლის დაკარგვაა.

კანი ( აბრეშუმის მაგვარი) – სურვილების ასრულებაა,განსაკუთრებით მხატვრულ საქმეებში.

კამათი – ფული.

კაკლის მოკრეფა არ ვარგა,ჭამა  – კარგია.

კაბა  ფერადი ან მოქარგული – კარგია.

კარტის თამაში – ფულის დაკარგვაა.

კარაქი – დიდი მწუხარების მიღებაა.

კანფეტის ჭამა – სიხარული, სიტკბოა.

კბილის ჩამოვარდნა – ნათესავის სიკვდილია.

კბილები (თეთრი) – ჯანმრთელობა და წარმატებაა.

კბილები( ავადმყოფი) -ავადმყოფობა და სიღარიბე.

 კბილები(ამოღებული) – ახლო ნათესავის დაკარგვაა.

კბენა – ნერვიული სტრესი და ავადმყოფობაა.

კბილის ექიმი – უსიამოვნება და კბილის ტკივილი.

კბილის ჩადგმა – საჩუქარი.

კედელი – წინაღობები და საქმეში  წინააღმდეგობები.

კენკრა – საქმეში წარმატება.

კედლის საათი – ახლობელი დამარხო.

კერძი მოხარშული – კეთილი საქმე ქნა.

კესანე – სიხარულის ნიშანია.

კერვა –  იმედი.

კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართოს.

კვერცხს კრუხს უწოდებდე – სარგებლობისა და ხეირის ნიშანია.

კვიცი განთავისუფლება – დამოუკიდებლობა და ბედნიერებაა.

კვამლი – ხიფათი და მცირე რამ სნეულებაა.

კვართი ჩაიცვა – სიყვარულისა და სიხარულს მოგიტანს.

კვერთხი – დიდება და პატივია.

კვატი – ტყუილი ამბავია.

კიტრი – ჯანმრთელობა და წარმატებაა.

კიბორჩხალა – დამქანცველი მგზავრობის ნიშანია.

კიბეებზე ასვლა – დაწინაურება და წარმატებაა.

კიდობანი – უცხო ადგილას გადასახლებაა.

კისელი( მოადუღო) – სიმდიდრეა.

კილკის ჭამა – გამართლება საქმეში.

კიტრის დამჟავება – ქორწილი ახლო მომავალში.

კინოთეატრი – საქმის გარჩევაა.

კლიტე – კარგია  და რაიმე საქონელი შეიმატო და გაიხარო.

კოცნა ვინმესი – კარგია და რაიმე დოვლათი შეიმატო.

კოცნა მკვდრისა – ძალიან ცუდია და საშიში მტერია.

კოკის ნახვა კარგია,ცარიელი – ცუდია.

კოლოფი ( ფულიანი) – საზრუნავი და უსიამოვნებაა.

კომბოსტო – ოჯახში უსიამოვნება,სიღარიბე და ავადმყოფობაა.

კომეტა – ომი,შიმშილი და გასაჭირია.

კომოდი – წარუმატებელი ქორწინება.

კომპასი – სინდისიანი მეგობარი.

კომში – უსიამოვნო ცნობები.

კონვერტი – სასიხარულო ცნობაა.

კოცნა – მოგება და სიხარულია.

კორსეტი( ნახვა ან ჩაცმა) – ოჯახუი უსიამოვნება,ინტრიგები,მოტყუება.

კონტრაქტის დადება – სასარგებლო გარიგებაა.

კონცერტი – ცრუ ხმებია.

კოღო – ცარიელი საუბრებია.

კოჭლი  – მძიმე მოგზაურობაა.

კოვზი – კუჭის სნეულებაა.

კოშკი – სიხარულის ნიშანია.

კოსტუმი მამაკაცის – ფულის დაკარგვა.

კრესლო – სიმშვიდე.

კუბოს გაკეთება – ნიშანია სიხარულისა და პატივისცემის.

კურდღლის დაჭერა – ბედნიერებაა.

კურდღლის ხორცის ჭამა – უსიამოვნებაა.

კუბო ( მოხუცისათვის) – სიკვდილია.

კუბო( ოჯახის წევრისათვის) – მოგება.

  კუბო ( ახალგაზრდისათვის) – ქორწილი და ხანგრძლივი ცხოვრება.

კუზიანი – მოგება,საქმეში წარმატება,სიხარული.

კუნძული – საცხოვრებელი სახლის გამოცვლა.

კუ – ხანგრძლივ,შეძლებულ ცხოვრებას მოასწავებს.

კუდიანი ნახო – ხიფათს, დარდს და სნეულებას ნიშნავს.

კულიჩი- დღესასწაულმა დაგატკბოს.

კულული – სასიყვარულო დავიდარებაა.

კუპატი ცხელი – კარგია.

                               

error: შიგთავსი დაცულია