სიზმრების ახსნა

                                        ი

ისტორია საწყენი რომ გაიგო – კარგ რამეს გაიგებ.

იპოვო რამე- შეგემატება რამე.

ინდაური – კარგია, დოვლათი მოგემატება.

ირემი – კარგია და ახალი სიხარულის შემატება არის.

ირმის მოკვლა – ცუდია და სინანულის ნიშანია.

ია სასიამოვნო ნაცნობობა

იის კრეფა – სიხარული და ლხინი მოგემატება.

იარაღი –კარგია, პატივი და ქონება მოგემატება.

იარაღის ხმარება – ჩხუბისა და ალიაქოთის ნიშანია.

იადონი – ბედნიერი  ცოლქმრობაა.

იასაული – წყენისა და შიშის ნიშანია.

იაფად იყიდო – სიყვარულში გაიმარჯვო.

იყიდო  დახოცილი სუნდაკარგული ნანადირევი – სიყვარულში გიღალატონ, გეწყინოს.

იალქანი – დაპატიმრება.

იახტა – სიხარული.

იასამანი – მხიარულება.

იატაკის მოწმენდა  – სიხარული.

იეზუიტი – ტანჯვის,სიცრუის და დიდი წყენის მომასწავებელი.

იეროგლიფი – რთული მეცნიერების დაძლევა.

იდიოტი – ჭკვიანი ადამიანის გაცნობა და საუბარი.

ილუსტრაცია – ზეიმზე დასწრება და მხიარული მოგზაურობაა.

ილაპარაკო ან სახვისი საუბარი მოისმინო – მომაბეზრებელი ნაცნობის ყოლას ნიშნავს.

ინდიელი – დაუმსახურებელი შეურაცხყოფაა.

ინიშნებოდეს ვინმე – სიხარულია.

ინვალიდი – მშვიდი სიხარული.

ინდის ხურმა – კეთილია.

იორდანი – განახლებისა და სიხარულის ნიშანია.

იპოვო რაიმე – სურვილები აგისრულდეს.

ირემი – კარგია და ახალი სიხარულის შემატება არის.

ფურირემი – მაღალ საზოგადოებაში ცხოვრებაა.

ირმის მოკვლა – ცუდია და სინანულის ნიშანია.

ისტორია რამე საწყენი გესმოდეს – ძალიან კარგია და საკეთილოა.

იუველირი – ძვირფასეულობის დაკარგვა.

იურტა – სიღარიბე და დაბეჩავება.

იუბილე – ქეიფი.

იუბკა( ქვედა ბოლო) ახალი – წერილის მიღება.

იქირავო(ბინა)  – ცოლი ითხოვო.

იცეკვო – ფუჭი უაზრო საქმეა.

იხვი – საქმეში და მეურნეობაში წარმატება

 იხვი დაიჭირო  – ცუდი ნიშანია ანუ ავდარს მოასწავებს.

იხრჩობოდე – დიდი გაჭირვება ნახო,გადარჩე შეჭირვებას და ხიფათს დააღწიო თავი.

error: შიგთავსი დაცულია