სიზმრების ახსნა

                                          ვ

ვაზის ხის ნახვა – ცუდ რაიმეს ანუ ავადმყოფობას ნიშნავს.

ვაზის ჩარგვა – ძალიან კარგია და ბედნიერებას მიაღწევ.

ვარსკვლავი ჩამოვარდნილი ნახო – დიდი ვინმე დოვლათიდან დაეცეს.

ვარსკვლავი დაბნელებული ნახო – მწუხარების და სევდის ნიშანია.

ვალის აღება – დარდისა და ფიქრის შემატებაა.

ვაჭრობა  – კარგია,უეჭველად კარგ რამეს შეიძენთ.

ვარდი ნახო- სიხარულისა და შვების ნიშანია.

ვარდის დაკრეფა –  ცუდია,ასევე შინ შეტანაც არ ვარგა.

ვაშლის ჭამა – კარგია და გამარჯვებით ყოფნას მოასწავებს.

ვაშლი ფერშეცვლილი ნახო – ავ რაიმე  საქმეს ნიშნავს.

ვალსის ცეკვა – ქორწინებაა,გათხოვება.

ვაგზალი – გართულება და წარუმატებლობაა.

ვაგონი – საშიშროებაა.

ვალად მიცემა – შეცდომა და აღსარებაა.

ვამპირი – ავადმყოფის გამოჯანმრთელებაა.

ვამპირმა გიკბინოს –  ავადმყოფობა და მდგომარეობის დაკარგვაა.

ვანილი – ძალიან შესანიშნავი ამაღლება და საქმის გაუმჯობესება.

ვალი გადაიხადო – მოგება მიიღო.

ვალი დააბრუნო – ზარალი და სიცრუეა.

ვარცლი – მოულოდნელად გამდიდრდე..

ვაჟიშვილი( მოკვდეს) – სასიხარულო ამბავი მოხდეს.

ვარდის წყალი – სიხარულია.

ვარიები – წარმატება საქმისა.

ვაკე ადგილი – წარმატება საქმისა.

ვაზა- საქმეში გამართლება.

ვახშამი – სიმშვიდე.

ვეშაპი ნახო – წარმატება,დიდება,კეთილდღეობა გქონდეს,სახელი მოიპოვო.

ვერცხლის ნივთები   ანუ  სხვა რაიმე ვერცხლისა ნახო  – სასარგებლოა.

ვედრო ( ცარიელი) – წარუმატებლობა,მოტყუება,დანაკარგი.

 ვედრო   ( სავსე) –  წარმატება,მსხვილი მოგება.

ველი მწვანე და ყვავილოვანი – გაიმარჯვო და დოვლათი მოგეცეს.

ველი ნახო – უსარგებლო შენაძენია.

ვეფხვი – მოსისხლე მტერია.

ვედრო რძით  – შემოსავალი.

ვერცხლის ფული – დიდი ხლაფორთი.

ვირი ნახო  დატვირთული – კარგია,კაცი  თუ მონაგებით მეტად გაიხარებს.

ვირების ნახვა ან ხმის სმენა  – მწუხარების ნიშანია.

ვილა – მძიმე და უსარგებლო შრომაა.

ვიოლინო – დიდ საზოგადოებრივ ღონისძიებაში მონაწილეობაა.

ვირზე ჯდომა – პატივია.

ვირის რძის დალევა – კეთილია.

ვიჩინის ჭამა- მოულოდნელი საქმეა.

ვინმეს ცემა – სიძულვილია.

error: შიგთავსი დაცულია