- +33 877 554 332
- info@livemaster.ge
დათვი – ავი,უხეში და სერიოზული მტერი.
დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ.
დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს.
დახრჩობა – ავი ამბავია, ან კარგი რამ ნივთი დაგეკარგება.
დამწვარი ხალხი თუ ნახო – ოჯახის უფროსი გარდაიცვალოს.
დაქორწინება ნახო – მწუხარების ნიშანია.
დარბაზი ნახო ან აშენება – ძალიან კარგია, გაბედნიერება არის და ცოლის შერთვა.
დარბაზი დაიკეტოს – მდიდარი ვინმე გაღარიბდება.
დასახური – ახალი რამ დაიხურო სიზმარში, სიხარულია, ძველი რომ დაიხურო დაგეკარგება პატივი.
სახლის დახურვა – კარგია,წამხდარი საქმე გამოკეთდება.
დაართვა ძაფის – შორს გზად წასვლისა ან დაბრუნების ნიშანია.
დაჭრილი რომ ნახო – ნათესავის ავადმყოფობას ნიშნავს.
დაცემინება ცხვირისა – შემატებისა და სიხარულის ნიშანია.
დაბანვა ცივი წყლით – ცუდია და ალიაქოთის ნიშანია.
დაგვა სახლის – ნიშანია დოვლათის დაცარიელებისა.
დანგრეული შენობა ნახო – ყველა საქმე კარგად წაგივა.
დაჭრა – ნიშანია ავადმყოფობის.
დაბანვა – პირფერობა და თქვენი სულელური საქციელის დაფარვა.დავარცხნა – გრძელი გზა და ახალი ცხოვრებაა.
დაკაწვრა – ჯილდოს მიღებაა.
დამწვრობის მიღება – საჩუქარი ან მოგებაა.
დანა ნახო სიზმარში – კამათი ან უსიამოვნება.
დანაკარგი ( რომელიმე საგნის) – სასარგებლო ნაპოვნია.
დასაფლავება – მხიარულება,ქორწინებაა.
დასხმა ღვინის ბოკალში – ახალი საქმიანი კავშირებია.
დაფნა – ხელოვნებაში წარმატებაა.
დაქვრივება – ბედნიერება,განთავისუფლება,ახალი ცხოვრებაა.
დაცინვა – სირცხვილი და უსიამოვნება.
დაწვა – გამოცვლა და ზნეობრიობაა.
დაძინება(ბავშვის) – საოჯახო სიხარულია.
დაგცინონ – სირცხვილი ჭამო,უსიამოვნება შეგხვდეს.
დადიოდე – ნელა და გაჭირვებით – სიღატაკე,სნეულება და დამცირებაა.
დაბრმავება – სასწაულებრივი და ნათელი სანახაობაა.
დაიბანო – იპერფერო,უღირსი საქმე დამალო.
დაისი – დიდი და ბედნიერი ცვლილებების მომასწავლებელია.
დაიფიცო ან ფიცი მოისმინო- – კეთილი საქმე გააკეთო.
დალაქი -უამური ამბებია,სევდა და ნაღველი.
დამტარებელი –უსარგებლო შენაძენს ნიშნავს.
დამჭკნარი ყვავილი – საქმე წაგიხდეს.
დაპირება – სიყალბე და ღალატი.
დასახიჩრდე – ჯილდო მიიღო ან მოგება ნახო.
დაფნის ხე ან გვირგვინი – ხელოვნებაში წარმატებას და დიდებას მოგიტანს.
დახატო რამე – მძიმე საუბარი გელით.
დახლი, ნაირფერი საქონლით – სარფიანი საქმეა.
დაბლობი – მოლოდინი.
დამპალი – მოულოდნელი სიმდიდრე,მოულოდნელი გაზრდა შემოავლისა.
დაიხვიო (თმები) – სიღარიბე,სიცრუე
დაკეტვა ( ყუთის,კალათის) – საქმის დასრულება,დამთავრება.
დათრობა( ძალიან) – ავადმყოფობა.
დაწვა რამესი -წარმატება საქმეებში, ნერვიულობის ბოლო
სახლი ცეცხლში – დაუჯერებელი ამბები,თვითონ ცეცხლში დაუწველად –
წარმატება შემდგომ წამოწყებაში.
დახვეტო – სიმდიდრე.
დაფანტვა – დანაკარგი
დაპობა( შეშის) – გასავალი.
დარგო რაიმე – შენი კეთილდღეობის მოწყობაა.
დათესვა – შენაძენი.
დაპატიმრება (შენი) – მოულოდნელი საქმიანი წინადადება.
დასჯა – დიდი ცვლილბები,დაგსაჯონ -გრძელი საქმიანი მოგზაურობები.
დაღუპვა გემის -ჩქარი გათხოვება,გაყრა -ცოლიანებში.
დაავადდე – სიყვარული.
დაღლილობა – საქმეში წარმატება.
დალოცვა კაცისა – ახალი ამბები.
დაჩოქილი იყო – უსიამოვნება.
დაგირავება ნივთებისა – უსიამოვნება.
დაჭრილი იყო – საშიში საქმეა.
დასვრილი ფეხი – გამართლება საქმისა.
დასვრილი ფრჩხილები -მწუხარება.
დაკეტილი კარი – გაუმართლებობა.
დასვრილი ხელები – ფულადი ინტერესი.
დაბანვა – სტუმრად წასვლა.
დახრჩობა წყალში – ჯანმრთელობა.
დასვრილი იატაკი – დარდი.
დაკარგვა – ბედნიერება.
დაქოწინება – უსიამოვნება.
დედაშენი ნახო – შენთვის კარგია და ბოლოც კარგია.
დედაკაცი ნახო თმაგაწეწილი ანუ მოჩხუბარი -ცუდია.
დევის ნახვა ავია და ცუდს ნიშნავს,ცოდვას მოასწავებს.
დეპეშა – საგანგებო ცნობაა.
დედამთილი – ჭორია.
დედინაცვალი – დარდი,სევდა,უსიამოვნება.
დედა ,ცოცხალი ნახო დარდიანობაა,მკვდარი – გარჯა და კეთილდღეობაა.
დედაკაცი,ყმაწვილი და ტურფა – სიხარული და სიამეა,ბებერი და უსახური -ჭორი,სევდა,დარდიანობაა.
დედაკაცი ნახო უცხო ( კაცისათვის) -უსიამოვნება საქმესა და სამსახურში,( ქალისათვის)- საყვარელ ადამიანთან ჩხუბი.
დედა – წინათგრძნობა.
დეიდა,მამიდა – კარგია.
დიდი ქარიშხალი – არეულობა და ჩხუბია.
დიდის ჩაცმა – დიდ სიხარულსა და შვებას მოასწავებს.
დიაკვანი – ფარისეველი მეგობარი გყავდეს.
დირიჟორი – სნეული გამოჯანმრთელდეს.
დის ნახვა – ცვლილება საქმისა.
დოქი (სავსე) – მოგება დასაქმეში წარმატება , ( ცარიელი) – სიღარიბე და წარუმატებლობა.
დოლი ნახო – ცუდია,ცილისწამება და ჭორებია.
დროშა – სახიფათო შეკრება.
დრაკონი – მოულოდნელად გამდიდრდე,მოგება და მემკვიდრეობა ნახო.
დუმა – ავადმყოფობაა.
დუეტი ახლო მომავალში ქორწინებაა.
დუქანი , ხორცით სავსე – ავადმყოფობაა.
დუქანი ( ნაირნაირი საქონლით სავსე) – მომგებიანი საქმეა.
დურგალი ან ხურო – ქონებას ხელსაყრელი პირობებით შეიძენ.
დღე ( ნათელი და მზიანი) – სასიხარულო მოვლენაა,( მოღრუბლული) – დარდი და თავგადასავალი.
დღე( შენი დაბადების) – ხანგრძლივი სიცოცხლე, ( სხვისი) – ბევრი სიხარული.
Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია