- +33 877 554 332
- info@livemaster.ge
განძის პოვნა – დარდი და ვარამია.
გალავნის აშენება – იმედია და კეთილი ამბავის ნიშანია.
გაზომვა რისამე სიზმარში ნიშანია – დიდი პატივის.
გაკრეჭილი შენი თავი ნახო – ძალიან ცუდი ამბავია.
გაფრენა შენი თავისა – სიხარულისა და შორს წასვლის ნიშანია.
გამხიარულება საწყალ ვინმესი – კარგია.
გადასასვლელი (მდინარეზე)- დასახული მიზნის მიღწევა.
გადახდა(ვალი ) – სასარგებლო ორგანიზაცია.
გადახდევინება – ქიშპობა და უსიამოვნება.
გაზაფხული – აღფრთოვანება,სიყვარულში და საქმეში წარმატება.
გაზეთების კითხვა – ცუდი ცნობა და ჭორაობაა.
გაზი(დიდ ცეცხლზე) – საქმეში წარმატებაა,დაბალ ცეცხლზე -წარუმატებლობა.
გალია ფრინველებით – ბედნიერი ოჯახური ცხოვრება,ცარიელი – ოჯახში განხეთქილება.
გამასპინძლება – გაუთვალისწინებელი ხარჯი,გასავალი.
გამგზავრება – მდგომარეობის ცვლილება.
გამელოტება – სახელი და სამსახურში წარმატება.
გამომძიებელი – სასამართლო პროცესი.
გამოფენის დათვალიერება – ახალი ცოდნის შეძენა.
განგაში – მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ან სიახლე.
განთიადი – ახალ ცხოვრებაზე გადასვლა.
განქორწინება – მტკიცე კავშირი და ცოლქმრული ერთგულება.
გაპუდვრა – მოტყუებულად ყოფნა.
გარგარი – სურვილების ასრულება.
გარდერობი ტანსაცმლით – მდგომარეობის დაკარგვა.
გარმონი – წარმატება.
გასაღები – სასარგებლო გარიგება.
გასახლება – ცვლილებები ცხოვრებაში,მოგებითა და სიხარულით აღსავსე ცხოვრება.
გასროლა – მნიშვნელოვანი ცნობაა.
გაქცევა – სახიფათო მოგზაურობაა.
გადაეხვიო (ნათესავს,მეგობარს) – ჩხუბისა და უსიამოვნების ნიშანია,
გადაეხვიო ( ქალს) – ღალატია.
გადაფურთხება – ცუდია, ჩხუბის ნიშანია.
გაემგზავრო – ცვლილებები გელის.
გათოშვა – დიდი მემკვიდრეობის მიღების საწინდარია.
გაიყინო – გამდიდრდე.
გაიქცე – სახიფათო მგზავრობას ნიშნავს.
გაკოტრება – უცბად დიდი მოგება შეიძლება ნახო.
გალესო რაიმე – ცოდნა გაიღრმავო.
გამოიკრიჭო – სიღარიბის ნიშანია.
განზე დარჩე – განსაცდელსა და ხიფათში ჩავარდე.
გაჩირაღდნება- -ზეიმს დაესწრო,იხალისო და კეთილი გზა გქონდეს.
გამხმარი ხე – სიკვდილისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის ნიშანია.
გასამართლებდნენ( ძირითადა მკვლელობის გამო) – წინსვლა ცხოვრებაში,მაღალი მდგომარეობა შეკრებაზე.
გარშოკი (ღუმელის) – სიამოვნებაა.
გადაფურთხება – გასავალი.
გატეხვა ( შუშის) – შიშისაგან განთავისუფლება.
გახდა – მღელვარება ,ჩხუბი.
გათხოვდე – გამოუვალი მდგომარეობა.
განაჩენი( ელოდე) – მეგობრებისგან შური და ღალატი.
გალობა კაცისგან – ბედნიერება.
გაფუჭებული კბილები – ჩხუბი.
გამოღვიძება – უთანხმოება ოჯახში.
განავალი – ფული.
განათებული ჭაღი – ფულადი შენაძენი.
გაროხი – ჭორი.
გართობა – სიხარული.
გაყინვა – ფულის შეძენა.
გემი – ბედნიერი საქორწილო კავშირია,გემი ზღვაში – საზღვარგარეთ გაემგზავრო.
გემები საომარი ნახო – ომიანობის და ჩხუბების ნიშანია.
გემები წყნარად დაბმული ნახო – ქვეყნის სიმშვიდეს ნიშნავს.
გემები დატვირთული ნახო – დიდი დოვლათის და სიმდიდრის ნიშანია.
გედი – წარმატება,სიმდიდრე და სახელია.
გენერალი – მორჩილება და არსებითი საშუალების უქონლობაა.
გვრიტის დაჭერა სიზმარში, ნიშნავს ქორწილს ან ვინმეს სიყვარულს გულში ჩაიდებ.
გვრიტი ხელიდან გაშვება – ნიშნავს ცოლის გაშვებას ან ვინმს სიყვარულს გულიდან გაიშორებ.
გვრიტი რომ გვრიტთან ნახო, ნიშნავს ქალისთვის გათხოვებას, ვაჟისათვის დაქორწინებას.
გვირგვინის დადგმა სიზმარში, ნიშნავს დაქორწინებულთათვის დაქვრივებას, ქალწულთათვის დაქორწინებას.
გველი – ეშმაკი და ბოროტი მტერია.
გველი სოროში ნახო – მეუღლე მტრად გადაგეკუდება.
გველი ორად გაწყვიტო – ძალიან კეთილს ნიშნავს.
გველი თუ მოკლა უთუოდ კეთილას მოერევი.
გველთან ლაპარაკი – მეტად კარგს რამეს მოასწავებს.
გველის კბენა – ცუდი ნიშანია, სჩანს მტერი ადვილად მოგერევა.
გვამი – დამარცხებული მტერია.
გვირგვინი – საქმეში წარმატებაა,სახელის მოხვეწა და ღირსებაა..
გვირაბი – წინააღმდეგობებია.
გვირილა – წინაარმდეგობა.
გვირგვინი რკინისა – სიხარულია.
გვირგვინი ვერცხლისა – ავადმყოფობაა.
გვირგვინი ოქროსი – სიკვდილია.
გველთევზა – საჩუქარია.
გზად წასვლა ცულ და მავნებელ გზას ნიშნავს.
გზიდან დაბუნება – კარგია და ფათერაკი კაცს აცდეს.
გზის აბნევა( მინდორში,ტყეში) – საქმეში წარმატებაა.
გზის მანიშნებელი სვეტი – საქმეში ხელი მოგემართოს.
გზაჯვარედინი – კრიზისი საქმეში.
გზა სწორი ნახო – მოგება საქმეში.
გზა ვიწრო – უსიამოვნება.
გზის მშენებლობა( ფართო,სწორი )- წარმატება და სახელის მოხვეჭა.
გზის მშენბლობა ( ვიწრო,ჭუჭყიანი) – სიღარიბე და მძიმე შრომა.
გიმნაზია ან სასწავლებელი – ბედნიერი მომავალი და ოჯახი.
გინება – სერიოზული საქმიანობაა.
გიტარა – სახიფათო სასიყვაულო თავგადასავალი.
გირჩი – ჯანის სიმრთელე,გამარჯვება.
გიტარაზე დაგკვრა – ქეიფში მოხვედრა.
გლობუსი – წარმატება და უცნობ ადგილად მოგზაურობა.
გამარჯვებული გმირი – წარმატება და სიხარული.
გნოლა ქათმის – სიმდიდრე.
გოგრის ნახვა ან ჭამა -ცუდია, ავადმყოფობას ნიშნავს.
გოგი – მოულოდნელი გამდიდრებაა.
გოლიათი – მცირე შთამომავლობაა.
გორგალი დაახვიო – კეთილი გზა გქონდეს.
გორაკი – ჩხუბი.
გოჭი – აფორიაქება.
გონჯი – საქმეში შეფერხება.
გომბეშო – ბოროტი ადამიანი.
გომბეშო ბევრი – ავადმყოფობა.
გოგო – სიმდიდრე.
გრიგალი – სირთულე და წარუმატებლობა.
გრიმის წასმა – სიცრუეა.
გრდემლი – ჯანმრთელობა და სიმდიდრე.
გრავიურა – წარმატება და კმაყოფილება,სარგებლობა.
გრძელი თმები – გზა,საქმიანობა.
გრძელი ცეპი – უსიამოვნება.
გუბე აღელვებული – ცუდ და არეულ საქმეს ნიშნავს.
გუბეში გადიოდე – ფათერაკს გადაეყარო.
გუგუნი – საშიშროებაა.
გულის შეწუხება – დარდი და ძვირფასი მეგობრის დაკარგვაა.
გუნდის სიმღერას უსმენდე – კბილების ტკივილია.
გუთანი – წარმატება და მეურნეობაში გაფურჩქვნაა.
გუგული – შინაური ქურდია.
გულსაბნევი – წარმატება და ძვირფასი ძღვენია.
გუშაგი – ხიფათის ნიშანია.
გწყუროდეს – კარგი არ არის.
Livemaster.ge © ყველა უფლება დაცულია